მსოფლიოში დღითიდღე მატულობს იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც სხვადასხვა აუთსორსინგულ სერვისებს იყენებენ. სიტყვა აუთსორსი ნიშნავს ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის რომელიმე სერვისის უზრუნველყოფას ან მართვას. ამ ტიპის ტენდენცია გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ბიზნესის კონკრეტული სერვისის აუთსორსინგს (სხვაზე გადაბარებას) ბევრი უპირატესობა გააჩნია, რაც საბოლოოდ შემცირებულ დანახარჯებში და გაზრდილ შემოსავლებში გამოიხატება.
გლობალური კოვიდ პანდემიის პირობებში ბიზნესების უმეტესობა ვირტუალურ სამყაროში გადადის, რადგან განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს პროდუქტების და სერვისების გაყიდვის ონლაინ სივრცეში გადატანა. ონლაინ გაყიდვები კი, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის გამართული ქოლ-ცენტრის ქონას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი პრობლემების აღმოფხვრა.
რასაკვირველია, კომპანიას თავად შეუძლია საკუთარი ქოლ-ცენტრის გამართვა, თუმცა აღნიშნული მოითხოვს ახალი თანამშრომლების აყვანას, მათ გადამზადებას, საჭირო სივრცის მოწყობასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას, რაც დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, აუთსორსინგული ქოლ-ცენტრის მეშვეობით ამის განხორციელება უმკოლეს დროში და ზედმეტი დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი.
"08 ჯგუფის" გამოცდილი გუნდი, რომელიც 13 წელზე მეტია ქვეყანაში ამკვიდრებს მომსახურების მაღალ სტანდარტს, გთავაზობთ დისტანციური ქოლ-ცენტრის სერვისს.
ჩვენი ოპერატორების გუნდი 24 საათის განმავლობაში უპასუხებენ თქვენი მომხმარებლების ზარებს. ჩვენ ვმუშაობთ თქვენი ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებისთვის და გთავაზობთ:
• 13 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალ გუნდს
• გაცილებით მეტ დროსა და რესურსს თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის
• არცერთ უპასუხო ზარს და ათასობით ლოიალურ მოხმარებელს
• 24 საათიან ქოლ-ცენტრს
• მულტიენოვან ცხელ ხაზს
• შეკვეთების მიღებასა და დამუშავებას
• მომსახურების დაჯავშნას
• ყველა ზარის ციფრულ ჩანაწერს
• ზარების ხარისხის მუდმივ კონტროლს
• მომხმარებელთა ბაზის შექმნას
• ტელემარკეტინგს
ინფორმაციისთვის მოგვწერეთ info@08.ge ან დაგვიკავშირდით (+995) 32 291 08 08
მარკეტინგული ბაზების დახმარებით მარტივდება მედია კამპანიების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესების მართვა.
ღილაკის ერთი დაჭერით, მარტივად არის შესაძლებელი ინფორმაციის დაგზავნა ათასობით მომხმარებელთან.
ჩვენი გამოცდილი ოპერატორების გუნდი 24 საათის განმავლობაში უპასუხებენ თქვენი მომხმარებლების ზარებს.