× მთავარი ჩვენ შესახებ სერვისები სიახლეები დაგვიკავშირდით
ENG

რა არის INFOSHOP.GE? 

 

INFOSHOP.GE წარმოადგენს ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად ბაზას საქართველოში დარეგისრირებული 70,000-ზე მეტი კომპანიის შესახებ. ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია მიიღოთ ყველა ტიპის ბიზნეს ინფორმაცია სასურველი კომპანიის შესახებ, მათ შორის კომპანიის მენეჯერის საკონტაქტო მონაცემები, კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა და სხვა. 

 

INFOSHOP.GE-ის დახმარებით მომხმარებელს დამოუკიდებლად შეუძლია 100-ზე მეტი კრიტერიუმის მიხედვით იხილოს ცალკეული კომპანიები ან შექმნას სასურველი კომპანიების ჩამონათვალი (მარკეტინგული სია) და მარტივად გადმოტვირთოს Excel-ის ფაილში.

 

მონაცემების გამოყენება შესაძლებელია როგორც სასურველი სეგმენტისთვის შეთავაზებების გასაგზავნად და ბიზნესის გაყიდვების გასაზრდელად, ისე კონკურენტული გარემოს შეფასებისა და კვლევითი მიზნებისთვის.

 

INFOSHOP.GE-ის დახმარებით, თქვენ უპასუხებთ შემდეგ კითხვებს: 

 

• რამდენი კომპანია მოღვაწეობს ჩემს დარგში? 

• რამდენი კომპანიაა ჩემი კონკურენტი კონკრეტულ უბანში ან ქუჩაზე? 

• რომელ კომპანიებს შეიძლება დააინტერესოთ ჩემმა პროდუქტმა ან სერვისმა? 

• ვინ არიან ისინი და როგორ დავუკავშირდე მათ?

 

როგორ გამოვიყენო INFOSHOP.GE? 

 

საიტის გამოყენების დეტალების, საინფორმაციო პაკეტებისა და ფასების სანახავად ეწვიეთ www.infoshop.ge და გაიარეთ რეგისტრაცია ან დაუკავშირდით 08 ჯგუფის საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უფასოდ გაგიწევთ კონსულტაციას და შეგირჩევთ თვენს მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტს. 

 

ინფორმაციისთვის მოგვწერეთ  info@08.ge ან დაგვიკავშირდით (+995) 32 291 08 08