× მთავარი ჩვენ შესახებ სერვისები სიახლეები დაგვიკავშირდით
ENG
რატომ უნდა იყენებდეთ მარკეტინგულ სიებს?

რატომ უნდა იყენებდეთ მარკეტინგულ სიებს?

 

თანამედროვე ბიზნეს გარემო ყოველდღიურად იცვლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს იმარჯვებს ის, ვინც ფლობს მეტ ინფორმაციას  ბაზრისა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ და შეუძლია ამ ინფორმაციის სწორი გაანალიზება.

მარკეტინგული სიები საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად გამოიყენოთ ინფორმაცია კლიენტების, კონკურენტებისა და ზოგადად ბაზრის შესახებ. მარკეტინგული ბაზების დახმარებით მარტივდება მედია კამპანიების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესების მართვაც. ამით გადაიდგმევა პირველი ნაბიჯები, რათა გაანალიზოთ კონკურენტული გარემო და აქციოთ შესაძლო კლიენტი ლოიალურ მომხმარებლად.

ზოგადად არსებობს მარკეტინგული სიების ორი სახე:  

• სამომხმარებლო – ინფორმაცია კონკრეტული პირების შესახებ

• კორპორატიული – დეტალური ინფორმაცია სხვა კომპანიების შესახებ

კორპორატიული სიების შემთხვევაში, კომპანიები იძიებენ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციების შესახებ, რათა ეფექტიანად აწარმოონ B2B ურთიერთობა ან/და გაანალიზონ მათი კონკურენტი კომპანიები.  

მარკეტინგული სიის მეშვეობით თქვენ შეძლებთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

• რამდენი კომპანია მოღვაწეობს ჩემს დარგში?

• რამდენი კომპანიაა ჩემი კონკურენტი კონკრეტულ უბანში ან ქუჩაზე?

• რომელ კომპანიებს შეიძლება დააინტერესოთ ჩემმა პროდუქტმა ან სერვისმა? 

• ვინ არიან ისინი და როგორ დავუკავშირდე მათ?

08-ს ბიზნეს ინფორმაციის პორტალი www.infoshop.ge სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ. საიტის მეშვეობით შეგიძლიათ საქართველოში დარეგისტრირებული 70,000-ზე მეტი აქტიური კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის მიღება. 

თქვენ შეგიძლიათ თავად გაფილტროთ ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან 100-ზე მეტი საძიებო კრიტერიუმის მიხედვით, იხილოთ ცალკეული კომპანიები ან შექმნათ სასურველი კომპანიების ჩამონათვალი (მარკეტინგული სია) და გადმოტვირთოთ Excel -ის ფაილში.

მონაცემების გამოყენება შესაძლებელია როგორც სასურველი სეგმენტისთვის შეთავაზებების გასაგზავნად და ბიზნესის გაყიდვების გასაზრდელად, ისე კონკურენტული გარემოს შეფასებისა და კვლევითი მიზნებისთვის.

 

ინფორმაციისთვის მოგვწერეთ  info@08.ge ან დაგვიკავშირდით (+995) 32 291 08 08

 

მსგავსი სიახლეები

რატომ უნდა იყენებდეთ მარკეტინგულ სიებს?

მარკეტინგული ბაზების დახმარებით მარტივდება მედია კამპანიების დაგეგმვა და გაყიდვების პროცესების მართვა.

E-mail მარკეტინგი და მისი უპირატესობები

ღილაკის ერთი დაჭერით, მარტივად არის შესაძლებელი ინფორმაციის დაგზავნა ათასობით მომხმარებელთან.

გაიგეთ დისტანციური ქოლ-ცენტრის შესახებ

ჩვენი გამოცდილი ოპერატორების გუნდი 24 საათის განმავლობაში უპასუხებენ თქვენი მომხმარებლების ზარებს.